არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბშვილს ლანჩხუთში ტრანსპარანტებით დახვდნენ

დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი ტრანსპარანტებით დახვდნენ.

ზურაბიშვილის მხარამჭერებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილობრივები, რომლებიც ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ აცხადებენ, რომ მისი შეხედულებები მოსახლეობისთვის მიუღებელია.

„მან თავისი კანდიდატურა უნდა მოხსნას. შეხვედრაზე დასწრების სურვილიც გვქონდა და დარბაზში არ შეგვიშვეს. გვინდოდა, მისთვის შეკითხვების დასმა, თუმცა მისმა მომხრეებმა არც ამის საშუალება მოგვცეს“  – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბაჩო ახალაძემ.

თეატრში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ნაწილი ჩაბნელებულ დარბაზში გაიმართა, თუმცა მოგვიანებით, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

იტვირთბა....