ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორი დღეა ზესტაფონის მერის გადგომის მოთხოვნით ოთხი ადამიანი შიმშილობს

მერვე დღეა ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კახა მახათაძის კაბინეტთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, კარები კი წებოვანი ლენტითაა დაკეტილი. აქციის მონაწილეებიდან ოთხი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს.

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი” – ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან მათი თქმით მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული.

ვიდრე ზესტაფონის მერი თანამდებობას არ დატოვებს, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

იტვირთბა....