პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებთ, რომ არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება.
“ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ამ საკითხზე. ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება. მე ასეთი აზრი მაქვს ამაზე” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა მერაბიშვილის დანაშაული ისეთი, რომელიც შეწყალებას არ ექვემდებარება, დეპუტატმა უპასუხა, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილის თემაზე ამახვილებს ყურადღებას გრიგოლ ვაშაძე.
“ვაშაძე საზოგადოებას პირდება, რომ თუკი გაიმარჯვებს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხულია, შეიწყალებს ერთს, მეორეს, მესამეს, ჩამოიყვანს სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რაც მას კონსტიტუციის უფლებებით არ აქვს განსაზღვრული” – განაცხადა გია ვოლსკიმ.