აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა.
ნახევარფინალისთვის ბრძოლაში, ლიპარტელიანი ეგვიპტელ რამადან დარვიშს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით ამარცხებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, ქართველმა ფალავანმა ეგვიპტელს იპონი გაუკეთა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.