თბილისში ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის მემანქანემ გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, ჩართო ხმოვანი სიგნალი და გამოიყენა მუხრუჭიც, თუმცა მატარებლის გასაჩერებლად დისტანცია არ ეყო.
გავრცელებული ინფორმაციით, როგორ მატარებლის მგზავრები ამბობენ, ახალგაზრდა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო.
როგორც, “მეტრონომს” შინგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.