რუსეთის საკონსულოში საქართველოს მოქალაქე ქალმა თვითმკვლელობა სცადა.
როგორ “მეტრონიმის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ქალმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს ღობეზე ჩამოკიდა თავშალი და ისე სცადა თვითმკვლელობა.
ქალი ითხოვს ვიზას, რადგან რუსეთში ძმის დასაფლავებაზე შეძლოს ჩასვლა.
“ვიზას არ მაძლევენ და არც მეუბნებიან მიზეზს რატომ. არავინ მცემს პასუხს” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას დაზარალებულმა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულეია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟის წევრები.