ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე რასაც ადვოკატები ამბობენ ტყუილია და რასაც ჩვენ ვამბობთ, სიმართლე”

საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადვოკატები ტყუილს ამბობენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

„რასაც ადვოკატები ამბობენ, არის ტყუილი და რასაც ჩვენ ვამბობთ, სიმართლეა. ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

იტვირთბა....