“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ვასილისაჯაბახიძე “ქართული ოცნების” მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დასტურად სხვადსხვა შემთხვევას იხსენებს.
მისი განცხადებით, გარდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მესიჯბოქსში მიღებული მითითებების შესრულებისა, საარჩევნოდ, მათთვის სასურველი განწყობების შესაქმნელად, აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაშიც.
“ჩვენ გვახსოვს მიხეილ გოგინაშვილის მოწოდება, რომელიც, მაგალითად, თამარ მურალოვამ აღფრთოვანებულმა შეასრულა და სალომე ზურაბიშვილის გვერდი “დაგულა”, იქ არიან გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებასც სწორედ ამ მოწოდების შემდეგ აქვთ მოწონებული ეს გვერდი. გარდა ამისა, ხიდისთავის საბავშვო ბაღში, მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ვითომდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება და შემდეგ უკვე “მმართველი გუნდის” რჩეული კანდიდატის მიმართ სიმპათიის შექმნა, მაგრამ მინდა ვუთხრა ” ქართულ ოცნებას” რომ აღარაფერი გამოუვა, სალომე ზურაბიშვილს გორიდან არ ექნება მხარდაჭერა. თუ გადავხედავთ, ბოსტნეულის ნებისმიერ ფოტოს უფრო მეტი მოწონება აქვს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკის გვერდს”, – განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე