ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში გამოძახებაზე მყოფ სასწრაფო დახმარების ექიმს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გამოძახებაზე მყოფ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული ექიმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება.

როგორც “მეტრონოს” ბათუმის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმის მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებული იმავე ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....