საქართველოს დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომავლი პრეზიდენტი ამ საითხზე არ ლაპარაკობს.
“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის თქმით, ის არ იცნობს მასალებს და შესაბამისად, არ აკეთებს კომენტარს.
„როცა მექნება ყველა ფაქტები, მაშინ გავაკეთებ. მე როცა შევისწავლი მაშინ გეტყვით. გამოძიება ყველაფრის უნდა მოხდეს ყველაფრის“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „კურიერმა“ დღეს კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.
აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.