ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში ჭაჭით სავსე ავზის გაწმენდისას კაცი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში 72 წლის კაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა და გარდაიცვალა. როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როა კაცი საკუთარ სახლში ავზს წმენდდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, სავარაუდოდ, ავზში დაგროვილი აირის გამო მამაკაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თანასოფლელების თქმით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....