ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბაშარ ასადის ადმინისტრაციის წევრებს 2-ჯერ შევხვდი და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მეთქი”

ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ორი პრივატული ვიზიტი სირიაში ადგილობრივ მთავრობასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხტან დაკავშირებით ისაუბრა.

“შევხვდი არა მხოლოდ ადგილობრივ მთავრობას, არამედ გაეროსა და არაბეთის ლიგის სპეციალურ დესპან სტაფან დე მისტურას, “წითელ ჯვარსა” და სხვა აქტორებს. რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემას, მედიასთან ამას პირველად ვამბობ: ორჯერ დავურეკე და შევხვდი ბაშარ ასადის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ეს საქართველოს რეგიონებია. ამას სჯობს სირიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა განავითაროთ-მეთქი. აი, ეს იყო ჩემი გზავნილი სირიის ადმინისტრაციისთვის. ყველა დიპლომატიური არხი უნდა გამოვიყენოთ, რომ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ნაწილებად იყვნენ აღიარებული“, – აცხადებს მამიკინსი.

იტვირთბა....