ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარიხუანას კანონპროექტის ინიციატორი არის მთავრობა და მისი გაწვევა შეუძლია მთავრობას”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიციატორი არის მთავრობა და მისი გაწვევა შეუძლია მთავრობას.

მისივე თქმით, პარლამენტის მოვალეობა არის მსჯელობა და ყველა მხარესთან ჯეროვანი კონსულტაციები.

„ნებისმიერი კითხვა, რომელიც ცვლილებებთან დაკავშირებით არის საზოგადოებაში, უნდა იყოს პასუხგაცემული და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ამ საკითხზე სათანადო სიღრმისეული დისკუსია გავმართოთ საზოგადოებასთან, მათ შორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ისევე როგორც ეკლესიასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდება პოზიციების შეჯერება. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ ცვლილებების განხილვა შეჩერებულია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ისე მივიღოთ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება, რომ ამასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი არ იყოს. რაც შეეხება კანონპროექტის გაწვევას, კანონპროექტის ინიციატორი არის მთავრობა და გაწვევაც შეუძლია მთავრობას. პარლამენტის მოვალეობა არის მსჯელობა და ყველა მხარესთან ჯეროვანი კონსულტაციები” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, მთავრობასა და პარლამენტს შორის აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არის.

 

იტვირთბა....