საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
უწყების ცნობით, დროის ამ მონაკვეთში გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობები და სანათი საშუალებები ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაიწმინდება და გაირეცხება.
ავტომობილებს გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოუწევთ მოძრაობა. ამ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
ამ რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას და კოორდინაციას საპატრულო პოლიცია გაუწევს.