ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: სლოტ კლუბის ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

შსს-ს ინფორმაციით, სამართამდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ქალაქ ნინოწმინდა თავისუფლების ქუჩაზე განთავსებულ სლოტ კლუბ ,,ვულკანი”-ს ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებულ თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

იტვირთბა....