საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კანაფის კულტივაციასთან დაკაცშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესი გაჩერებულია, არ ვაპირებთ ამ პროცესის დაწყებას ან გაგრძელებას.
„თუ რაიმე ისეთი გარემოება არის, რომელიც აუცილებელს ხდის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ამ პროცესში, შეჩერების შემდეგ უკან გაწვევა მოხდება თუ რა გადაწყვეტილება იქნება, ესეც იქნება შეთანხმებული, მაგრამ არ ვაპირებთ ამ პროცესის გააქტიურებას და არ არის განხილვები დაგეგმილი ამ პროექტთან დაკავშირებით“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.