ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხვალ, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ

ხვალ, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს შემთხვევის ადგილზე წაიყვანენ, სადაც სამართალდამცვლებისა და ადვოკატების თანდასწრებით მან უნდა აღწეროს ის ვითარება, რაც ხეობაში მკვლელობის დღეს ნახა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს ექსპერიმენტი ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს.

„კობაური გავა დანაშაულის ადგილზე, აღწერს ვითარებას თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, იმ ფაქტობრივ გარემოებებს რასაც დაცვის მხარეს მიაწვდის ინფორმაციას. მე ვფიქრობ ყველაფერს პასუხი გაეცემა. მით უმეტეს პასუხი გაეცემა იმას, რატომ არის ამდენი ცდომილება საქმეში ბრალდების მხარის მიერ დაშვებული“- განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

იტვირთბა....