საპარლამენტო წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლითაც მარიხუანას კულტივიზაცია მოხდებოდა და მისგან დამზადელი სამედიცინო პრეპარატები ექსპორტზე გავიდოდა, მართალია, შეჩერებულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა განემარტოს კანონპროექტის დეტალები.
“ჩვენ რეალურად შეგვეძლო სარგებელი გვენახა კანაფისგან. ნარკოდამოკიდებულების შედეგად მარიხუანასგან მართლაც დიდი ზიანი ადგება ჩვენს ახალგაზრდობას. საუბარი იყო არა იმაზე, რომ მარიხუანა გაგვეყიდა, არამედ სამედიცინო კანაფი გავეტანა ექსპორტზე. ამ წამლის გაყიდვის შემდეგ, გვექნებოდა შესაძლებლობა, მიეღოთ ადამიანებს სამუშაო და ამ სარგებლით შემოსული თანხებით შეგვემცირებინა ის ზიანი, როელიც თუნდაც, ნარკოდამოკიდებულებას აქვთ ამ ქვეყანაში, ანუ ფული ჩაგვედო რებილიტაციის პროგრამებში. ეს იყო პრონციპი და რა თქმა უნდა, თუ რამე რისკები იყო ამოგვეწურა.
რა თქმა უნდა, იყო რისკებიც და ძალიან ცუდი მესიჯების აღქმა მოხდა საზოგადოების მხრიდან და ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ყველაფერი აგვეხსნა საზოგადოების წევრებისთვის. საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ მიღებული კანონი რეალურად ან უდღეურია ან არ აღსრულებადი. ის, რომ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ ამ კანონპროექტის შესახებ ძალაში რჩება. თუნდაც ის, რა გვინდოდა ამ წინადადებით გვეთქვა. ყველამ ერთად უნდა განვიხილოთ ის რისკები, რაც ამ ყოველივეს თან ახლავს. თუნდაც ოდნავი საფრთხე რომ გამოჩნდეს, თუნდაც ნარკოტიკების გადინებით გამოწვეული საფრთხე, ეს კი, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს იყო ჩვენი პოზიცია, არის და მომავალშიც დარჩება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა”, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტით, უნდა დაწყებულიყო მარიხუანას კულტივიზაცია და მისგან დამზადებული სამედიცინო პრეპარატები ექსპორტზე გასულიყო. კულტივიზაციაზე ლიცენზიის გაცმეა კი მკაცრად რეგულირებადი იქნებოდა.
კანონპროექტს მხარს უმრავლესობის წევრებიც უჭერდნენ. თუმცა, ეკლესიის წარმომადგენლები კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ. პატრიარქისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ კი, კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.