საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პარლამენტში გუშინდელ დაპირისპირებას “მეტრონომთან” საუბრისას ეხმაურება და აცხადებს, რომ ემოციები მძიმე საკითხია.
“რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო და ასეთი დაპირისპირება არ უნდა ყოფილიყო. ნუ, ემოციები მძიმე საკითხია და თმენის ვალდებულება უნდა ქონდეს კი არა, გვაქვს დეპუტატებს. გვაქვს შესაბამისი ეთიკის კოდექსი და ქცევის ნორმები”, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში დეპუტატები ხორავას ქუჩის მკვლელობაზე შექმნლი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს უსმენდნენ. რა დროსაც უმრავლესობის წევრებსა და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.