ახალი ამბები

პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: “თვალებში ნაცრის შეყრას ვინ მოითმენს და ვინ აიტანს?”

გავიდა სამი თვე და კითხვა მაქვს რა შედეგი დადეს? ყველა ამას ეკითხებოდა.. რა უთხრეს საზოგადოებას ისეთი ახალი, რაც ვერ თქვა საგამოძიებო ორგანოებმა.  ამაზე იყო საუბარი. ჩვენ კი ვიღებდით უტიფარ და უზრდელ განცხადებებს, რომ თურმე, გამოძიებას თეა წულუკიანმა შეუშალა ხელი. წულუკიანი იქ ყავდათ დაკითხვაზე და 3-4 წუთის მეტი კითხვები არ ქონდათ. ამის შემდეგ, გამოდიან და ზურგს უკან ილანძღებიან. აი, ამაზე იყო ჩემი რეაქცია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას გუშინ პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წევრებთან დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

“კომისიები არ იქმნება რეკომენდაციებისთვის. რა თამასაც მათ აწიეს და როგორი კეკლუცობითა და ამპარტავნობით დაიწყეს ამ თემის გამოძიება, ვითომდა ვერ ასრულებს საგამოძიებო სამსახურები თავიანთ  მოვალეობას და ამას თვითონ აკეთებენ – ისმის მარტივი კითხვა რა გააკეთეს? დაადგინეს თუ არა ჭეშმარიტება? გამოიკვეთა თუ არა ის ადამიანი ვისაც პირადად ედება ბრალი, უშუალოდ ამ მკვლელობაში? ეს ძალიან რთული საქმეა და გამოძიებასაც გაუძნელდა, რადგან იქ სხვადასხვა ვადებია, არის უამრავი მოწმე, საიდანაც 190 მოწმიდან მხოლოდ ოთხმა  ითანამშრომლა გამოძიებასთან. ბუნებრივია, ობიექტური სირთულეებია გამოძიებული. გავიდა სამი თვე და კითხვა მაქვს რა შედეგი დადეს? ყველა ამას ეკითხებოდა.. რა უთხრეს საზოგადოებას ისეთი ახალი, რაც ვერ თქვა საგამოძიებო ორგანოებმა.  ამაზე იყო საუბარი. ჩვენ კი ვიღებდით უტიფარ და უზრდელ განცხადებებს, რომ თურმე, გამოძიებას თეა წულუკიანმა შეუშალა ხელი. წულუკიანი იქ ყავდათ დაკითხვაზე და 3-4 წუთის მეტი კითხვები არ ქონდათ. ამის შემდეგ, გამოდიან და ზურგს უკან ილანძღებიან. აი, ამაზე იყო ჩემი რეაქცია.

ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა, რომ დაისაჯოს ის ადამიანი , რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა. არ უნდა შევეხოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს არ ჩაუდენით, რადგან ეს დიდი ცოდვაა. ჩვენი ემოციით ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ, რადგან ეს პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ. შეიძლება, დღეს ისე ვერ გამოიკვეთა საქმის დეტალები, როგორც უნდა გამოკვეთილიყო, მაგრამ ამ ტიპის საქმეებს დიდი დრო სჭირდება გამოსაძიებლად, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს ან ვერ დადგინდეს.  ამ თვეების განმავლობაში კი ვისმენდით უმწეო, უნიათო თავის მართლებას და თუ რა და როგორი შრომა გაწია ამ კომისიამ. ასე თვალებში ნაცრის შეყრას ვინ მოითმენს და ვინ აიტანს? ეს იყო რეაქცია. ისინი ქვეტექსტებით ლანძღავდნენ მთავრობას და პასუხიც შესაბამისი იყო. ამ უტიფრებს უზრდელებს და დამნაშავეებს მართლა არ აქვთ უფლება, რომ ესეთი ტონით ისაუბრონ და სიცრუეში ამყოფონ ხალხი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში დეპუტატები ხორავას ქუჩის მკვლელობაზე შექმნლი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს უსმენდნენ. რა დროსაც უმრავლესობის წევრებსა და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....