გურჯაანში ღვინის კომპანიაში “მეღვინეობა და ხარება” კაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა.
როგორც”მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.