გუშინ ღამით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება დაჭრის ფაქტს ადასტურებს და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.