რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკო-მ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. რეჟისორმა, ამასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც რეჟისორს არ ეკადრება მსგავს საზიზღრობაში მონაწილეობის მიღება.
“თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი,
დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი, წესიერი. იქნება ფულების ტრიალი. ამიტომ მე, როგორც ჩემი ოჯახის შვილს, როგორც რეჟისორს არ მეკადრება ასეთ საზიზღრობაში მივიღო მონაწილეობა. მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის არჩევნებზე. ჩემი საბუთები არის იუსტიციის სამინისტროში. მოძრაობა ჩამოვაყალიბე, არავითარი პარტია. მოძრაობას დავარქვით “ხალხის ნება”.
თუ არ შესრულდება ჩემი მოთხოვნები, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი “კონსერვატიული პარტიიდან”. იმიტომ კი არა, რომ დავრჩე, არამედ იმიტომ, რომ გამარჯვებული ჩამოვიდე”, – განაცხადა შენგელაიამ.