ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევას შსს შეეგუება”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო  აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეეგუება.

მისი თქმით, დრო, სანამ კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, აღნიშნულ თემაზე საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

„დრო, რაც პარლამენტმა აიღო ამ საკითხთან დაკავშირებით და შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკების შემცველი არ არის და პირიქით, რეგლამენტირება და ჩარჩოებში მოქცევა ხდება საკითხების, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს ქაოტური მდგომარეობა“ – განმარტა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის შეფასებით, რაც მეტად მოექცევა აღნიშნული საკითხები კანონის ჩარჩოში, მით უფრო ეფექტიანად წარიმართება ნარკოდანაშაულთან და ნარკოტიკებთან ბრძოლა.

„ვფიქრობ, რაც მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულისა და ზოგადად, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ პარლამენტი მიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი განიხილოს, შსს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება პროცესებში, თუ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღება, ბუნებრივია, სხვა გზა არ დაგვრჩება“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

იტვირთბა....