ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამაკაცი, რომელმაც ბენზინი გადაისხა ფინანსთა მინისტრს ხვდება

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გამართულ აქციაზე, სადაც ერთ-ერთი გადამზიდი თავის დაწვით იმუქრებოდა, მაშველებმა შენობის სახურავიდან სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ახლა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ხვდება.

მამაკაცი შენობის სახურავზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან თვითდაზიანებები მიიყენა და ბენზინი გადაისხა. ის ითხოვდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას.

გუშინდელი თათბირის შემდეგ, აქციაზე ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 2020 წლამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მძღოლებმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მათ შეთავაზებაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთსაათიანი ვადა მისცეს.

დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა შედგა, სადაც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

იტვირთბა....