ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიევის პატრიარქი ფილარეტი ქართული ეკლესიისგან მხარდაჭერას ელის

აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოზე  კიევის პატრიარქი ფილარეტი იმყოფება.

საბჭოზე მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ატარებს უკრაინაში რუსეთის ინტერესებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია.

კიევის პატრიარქი აცხადებს, რომ ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს.

„მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენ ამ ლოცვაში შემოგვიერთდება”-განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური პოზიცია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ჯერ არ გამოუცხადებია. საქართველოს საპატრიარქო რუსეთის, კონსტანტინოპოლის და მსოფლიოს სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიათა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც უკრაინის ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭოს.

იტვირთბა....