ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საუდის არაბეთს გერმანია შეიარაღებას მიყიდის

გამოცემა Deutsche Welle-ის ინფორმაციით, გერმანია საუდის არაბეთს შეიარაღებას მიჰყიდის.  საუბარია ოთხ საარტილერიო სისტემაზე, რომელიც საბრძოლო მანქანებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნულ სისტემებს  მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლის წარმომავლობის დადგენა და კონტრშეტევა შეუძლიათ.

შეიარაღების მიყიდვის შესაბამისი დოკუმენტი გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა საპარლამენტო კომიტეტს გადასცა.

რამდენიმე თვის წინ ანგელა მერკელის კონსერვატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები შეთანხმდნენ, რომ იემენის კონფლიქტში ჩართულ ნებისმიერ მხარეს იარაღს არ მიჰყიდიდნენ. აღნიშნული შეთანხმება მანამდე დამტკიცებულ ექსპორტს გამორიცხავდა. მათ შორის არის გერმანიის ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის 48 საბრძოლო ქობინისა და 91 თვითმართვადი ქობინის მიყიდვას ითვალისწინებს.

იემენში სამოქალაქო კონფლიქტი 2015 წელს დაიწყო. მმართველ ხელისუფლებას ქვეყანაში მცოხვრები შიიტი ჰუსიტები დაუპირისპირდნენ და საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი წარმატების მოპოვება მოახერხეს. კონფლიქტში იემენის ხელისუფლების მხარდასაჭერად საუდის არაბეთის მიერ ჩამოყალიბებული საერთაშორისო კოალიცია ჩაერთო.
სამოქალაქო კონფლიქტის დროს 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში კი, მასშტაბურ ჰუმანიტარულ კრიზისს ამ დრომდე ებრძვიან.

იტვირთბა....