ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა გადაწყვიტა, – ამის შესახებ სააგენტო BMG-ს თავად მძღოლებმა განუცხადეს, რომლებიც უკვე მესამე დღეა თბილისის გეზ_თან არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.

 

იტვირთბა....