ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პროცესი გრძელდება”

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პროცესი გრძელდება. ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვლმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის სხდომაზე  გააკეთა.

ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო 10 წელია მართავს.

ქეთევან ციხელაშვილმა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“შევაჯამეთ ის სამწუხარო 10 წელი, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთი არის ცალსახა, რომ არსებულ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან ცხადია და ვერც ექნება, ეს არის რუსეთზე დამოკიდებულების 10 წელი, ეს არის ფაქტობრივად გამოცხადებული რუსიფიკაციის პოლიტიკა, რომელიც გაწერილია 100-ზე მეტ არალეგალურ  შეთანხმებაში მოსკოვსა და დე ფაქტო სოხუმსა და დე ფაქტო ცხინვალს შორის“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

იტვირთბა....