ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარშანია არ გამორიცხავს, რომ ფრაქციაში გაწევრიანების შეთავაზება ფოფხაძემ მიიღოს

“არ არის გამორიცხული „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებს გედევან ფოფხაძე შეუერთდეს. ამის შესახებ ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ ისაუბრა.

მარშანია განმარტავს, რომ ფოფხაძეს ასეთი შეთავაზება „პატრიოტთა ალიანსისგან“ წარსულში უკვე ჰქონდა.

„არ არის გამორიცხული, გავიმეოროთ ჩვენი მოწვევა ფრაქციაში. მგონი, გედევან ფოფხაძეს თუ ბრძოლა უნდა, არ ინანებს“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, თუ ნატო ჩხეიძის წასვლის შემდეგ ფრაქციაში გაწევრიანებისთვის მეექვსე დეპუტატი ვერ მოიძებნება და ფრაქცია დაიშლება, არც ეს იქნება ტრაგედია.

რაც შეეხება ნატო ჩხეიძის წასვლის მიზეზებს, ადა მარშანია განმარტავს, რომ მასთან კომუნიკაცია ამ თემაზე დღეს შედგება. თუმცა, რა გახდა ნატო ჩხეიძის ფრაქციიდან გასვლის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ადა მარშანია არ აკონკრეტებს.

„დღეს გავესაუბრებით მას და გაირკვევა რაღაც მომენტები. რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არ არის ჩემთვის სამართლიანი მიზეზი და მე მას არ ვეთანხმები“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

იტვირთბა....