Sport ახალი ამბები მთავარი

“ჩემპიონთა ლიგა” დაიწყო – “ინტერი” გამარჯვებით დაბრუნდა, “ლივერპულმა” “პსჟ” დაამარცხა

უეფას “ჩემპიონთა ლიგამ” სტარტი აიღო. გუშინ 8 მატჩი გაიმართა. “ლივერპულმა” შინ “პსჟ” 3-2 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა რობერტო ფირმინომ გაიტანა.

ტურნირზე დაბრუნებულმა “ინტერმა” შინ “ტოტენჰემს” უმასპინძლა და დამატებულ დროში მატეო ვესინოს გოლის წყალობით დაამარცხა.

“ბარსელონამ” შინ “პსვ” 4:0 დაამარცხა – ლიონლ მესიმ სამი გოლის გატანა შეძლო.

მადრიდის “ატლეტიკომ” სტუმრად “მონაკო” 2:1 დაამარცხა. სტუმრად მოიგო დორტმუნდის “ბორუსიამაც”, პულიშიჩის ნაადრევი გოლით მათ ბრიუგე დაამარცხეს.

სერბეთში “ნაპოლიმ” და “ცვერნა ზვეზდამ” უგოლო ფრე ითამაშეს. ფრედ დასრულდა “შალკესა” და “პორტუს” თამაშიც, ოღონდ გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს.

3:0 დამარცხდა თურქეთში “გალათასარაისთან” სოლომონ კვერკველიას “ლოკომოტივი”.

იტვირთბა....