აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საკასაციო სარჩელი განიხილა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ჟურნალისტის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი ჟურნალისტის გამართლებას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას მოითხოვდა.
ხანმოკლე თათბირის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო ძალაში დაეტოვებინა სასამართლოს გადაწყვეტილება აფგან მუხთარლისთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.