კახეთში სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
განსაკუთრებით დაზარალდნენ მელაანის, ჩალაუბანისა და არაშენდას მაცხოვრებლები. დაზიანებულია ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დღეიდან იწყებს.