ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მირჩევნია ჩემი გასვენება იყოს, ვიდრე აქ ვიჯდე”: სუბელიანი თავს დამნაშავედ გრძნობს

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ვცნობ, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა სასამართლო პროცესზე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სუბელიანის განმარტებით, იცნობს ყველა მტკიცებულებას და მათ არ თვლის სადავოდ.

“ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს – ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეთა შორის დაპირისპირებას 2 ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა.

იტვირთბა....