საქართველოს პრემიერ-მინისტის მამუკა ბახტაძის პრესსამსახურის ცნობით, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
მისი თქმით აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტა, რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ ევროპულ საქართველოში.
„ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში, აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია“ – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.