ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცვლილება კანონში: თამბაქოს მოწევა გარკვეულ ადგილებში დასაშვები ხდება

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააცნო. მისი თქმით, თამბაქოზე მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.

დგინდება გარკვეული პირობები – კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

გარდა ამისა, გამონაკლისის სახით, თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით.

თამბაქოს მოწევა ასევე დასაშვები ხდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის მიერ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთან, სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები საჯარიმო თანხის ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი დარღვევის შემთხვევაში, მოქმედი ნორმით, 500 ლარით ჯარიმდება. პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებით კი, ეს თანხა 200 ლარს შეადგენს. შესაბამისად, იგი დარღვევის შემთხვევაში, 500 ლარის ნაცვლად, 200 ლარს გადაიხდის, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარის ნაცვლად, 400 ლარს.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ფიზიკური პირი დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, განმეორებისას – 200 ლარით.

 

იტვირთბა....