არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს დღეს საჩხერეში შეხვდა.

საჩხერის კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველს ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. მიმდინარეობს აგრესიისა და შეურაცხყოფის კამპანია. ეს არ არის უჩვეულო ჩემთვის, რადგან ბოლო 16 წლია, რაც ქართულ პოლიტიკაში ვარ. ვფიქრობდი, მოვა დრო, როცა გადავალთ სხვა ტიპის რეალობაში, რადგან ვლაპარაკობთ ევროპაში შესვლაზე. სხვა ბევრი კუთხით ვართ ევროპაში, თუმცა პოლიტიკით ვერ გავხდით ევროპელები. მიმდინარეობს შანტაჟი, შეურაცხყოფა, მოსმენა-დასმენა. ალბათ ფიქრობენ, რომ რადგან ქალია, აქ არ ჰყავს ოჯახი, შეიძლება მისი გატეხვა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვინც უფრო დინჯადაა, უფრო შორს მიდის. ამიტომ დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა

იტვირთბა....