სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება ლეგალური გახდა, – ამის შესახებ, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, “პირველი არხი” წერს.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კერძო საკუთრებით. ამიერიდან, სრულწლოვანი პირის მიერ მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული არ იქნება“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
ოპოზიცია ჯრ კიდევ 2014 წლიდან ითხოვდა მარიხუანას ლეგალიზებას.