ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს იუსტიციის სახლებშიც მოემსახურებიან

იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ახალი სერვისი დაინერგა.

დღეიდან, 18 სექტემბრიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შემწეობასთან, ასევე, სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებები იუსტიციის სახლებში წარადგინონ და შესაბამისი სერვისი მიიღონ.

აქამდე, ამ მომსახურების მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებს მხოლოდ 3 ქალაქში – თბილისში (სამინისტროში), ქუთაისსა და ზუგდიდში (ტერიტორიულ სამმართველოებში) შეეძლოთ.

იტვირთბა....