ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებები გაგრძელდეს

საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ხორავას ქუჩის ტრაგედიამ შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა

“ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან, ინფორმაციის დამალვასთან, ცრუ ჩვენების მიცემასთან, მანდატურების სამსახურთან და ა.შ. დაკავშირებით. მანდატურების სამსახური ხომ პირდაპირ იყო დაკავშირებული ხორავას კრიზისთან?! რა თქმა უნდა, ამ რეფორმისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის არის კავშირი. ამ კავშირმა შეიძლება ცოტა დაგვაჩქარა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში მიმდინარე გამოძიებას, შს მინისტრის თქმით, ამ სქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შსს საქმეს კვლავ იძიებს. არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....