ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე “სვეტის” დაზარალებულებს მიმართავს

თბილისის მერიმა, კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ მერია დაინტერესებულია სამშენებლო კომპანია “სვეტის” დაზარალებულთა პრობლემებით და უწყება ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.

“ძალიან ბევრი ტექსტური შეტყობინება მომდის, მეკითხებიან, რა იქნება როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა “სვეტის” დაზარალებულების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს, გაიარეს ყველაფერი დეტალურად.

კიდევ ერთხელ მინდა დაგიტასტუროთ ჩემი თანადგომა, რომ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, რომ არავინ არაფერი დაკარგოს. ჩვენს ინტერესებშია გვერდით დაგიდგეთ და დაგეხმაროთ , რომ ეს პროექტი დასრულდეს. უბრალოდე ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვოდ. ეს არის სერიოზული პრობლემა.

უკანონო უნებართვო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის , განსაკუთრეით ეს იყო 2015-2016 და 2017 წლის ნაწილი, როდესაც მომდინარეობდა უნებართვო მშნებლობები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენი მხრიდან გვექნება ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მენაშენეებმა კომპანია “სვეტის” ოფისი 21 ივნისს დაიკავეს. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო კომოანია “სვეტს” შეიძლება რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძეების უფლება მისცეს.

იტვირთბა....