თურქული ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა.
შემთხვევა აფიონ-ყარაჰისარის პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჯერ დაუდგენელი მიზეზით გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თურქეთის პოლიციამ უკვე დაიწყო.