ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაოცებული ვარ ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილებით… მისი წასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს”

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ნატო ჩხეიძემ ფრაქციის რიგები დატოვა. მან ეს განცხადება რუსთავი2-ის ეთერში გუშინ ღამით გააკეთა.

ჩხეიძის განმარტებით, ამ საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტალურად ისაუბრებს.

ჩხეიძის პარტიიდან წასვლას, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშილი გამოეხმაურა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მისთვის ჩხეიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

“გაოცებული ვარ იმით, რასაც ვისმენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო დატოვებს ჩვენს რიგებს, ცხადია ფრაქცია დაიშლება. მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის ტანახმად”- განაცხადა ინაშვილმა.

იტვირთბა....