როგორც Space X-ის შეფმა ილონ მასკმა განაცხადა, უკვე ცნობილია პირი, რომელიც პირველი ტურისტი იქნება, რომელიც მთვარეზე გაფრინდება როგორც ტურისტი. მან წარადგინა კიდეც პირველი კოსმომგზავრი – იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაედავა.
მილიარდერმა უარი თქვა იმ თანხის დასახელებაზე, რომელიც მან უნდა გადაიხადოს მგზავრობაში. თუმცა, მასკმა განაცხადა, რომ ფული, რომელსაც მაედავა გადაიხდის, საკმაოდ დიდია და მას ერთ-ერთი რაკეტის დასამზადებლად გამოიყენებს.
სამგზავრო გეგმა ასეთია – იაპონელი მთვარეს გარშემო შემოუფრენს და უკან, დედამიწაზე დაბრუნდება. მოგზაურობას ერთი კვირა დასჭირდება.