ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე: “მინდა ვირწმუნო, რომ ქართველი ერი უარს იტყვის საქართველოს წინაშე ჩაფიქრებულ ბოროტებაზე”

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ომი თავად საქართველომ დაიწყო. ის იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი უარს იტყვის საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე და სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს.

„ქართველ ერს არასოდეს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყველა ბრძოლა ეს იყო დიდი წარმატება, დიდგორი-ბასიანი და სხვა, თუ მარცხი, ყოველთვის, ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის გარეთ არასოდეს ყოფილა არცერთი ომი.

შესაბამისად, ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება, საქართველოს ეკლესიისა და  ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება“-ამბობს მეუფე პეტრე.

მიმაჩნია და ვფიქრობ, და მინდა ვირწმუნო, როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი, ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე“-ამბობს მეუფე პეტრე.

 

იტვირთბა....