ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში იანვარ-აგვისტოში შემოწმებული პირების ნახევარზე მეტს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა

შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დადებითი შედეგი მთელი საქართველოს მასშტაბით 3 628 პირს, ხოლო თბილისში 1 707 პირს დაუდგინდა.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იანვარ -აგვისტოში ნარკოლოგიური შემოწმება ქვეყანაში სულ 6 675 პირმა გაიარა და მათგან ნახევარზე მეტს, 3 628 პირს დადებითი შედეგი დაუდგინდა. უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ყველაზე მეტი დადებითი შედეგი აპრილ-მაისში დაფიქსირდა.

საქართველოს მასტაბით, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წარდგენილი პირებისა და მათგან დადებითი შედეგების სტატისტიკა თვეების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

იანვარში წარდგენილია 668 პირი, დადებითი შედეგი – 383

თებერვალში წარდგენილია 774 პირი, დადებითი შედეგი – 430

მარტში წარდგენილია 918 პირი, დადებითი შედეგი – 483

აპრილში წარდგენილია 1039 პირი, დადებითი შედეგი – 499

მაისში წარდგენილია 1101 პირი, დადებითი შედეგი – 499

ივნისში წარდგენილია 851 პირი, დადებითი შედეგი – 480

ივლისში წარდგენილია 739 პირი, დადებითი შედეგი – 454

აგვისტოში წარდგენილია 585 პირი, დადებითი შედეგი – 400

ამასთან, დედაქალაქის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა 2 871 პირმა და მათგან ნახევარზე მეტს 1707 პირს დადებითი შედეგი დაუდგინდა.

იტვირთბა....