ცოტა ხნის წინა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთაველის თეატრიდან რამდენიმე მსახიობი გათავისუფლებულია.
“ეურუსის” ინფორმაციით, თეატრიდან გაათავისუფლეს მსახიობები: გეგა ჩხაიძე, ნინუცა მაყაშვილი, გოგა გველესიანი, ნათია კვაშალი და ანდრია თავბერიძე. არიან.
თეატრის ადმინისტრაცია ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონის დაცვით განხორციელდა. მათი განმარტებით, საუბარია არა რამდენიმე ათეულ, არამედ რამდენიმე პირზე.
რუსთაველის თეატრიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.