სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობა.
საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს, საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ. შეკრებილები დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.
საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაც წარადგინა. ის ასევე გამოეხმაურა მის განცხადებებთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებებს. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ოპონენტები მის განცხადებებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ.
როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ შტაბის გახსნაზე განაცხადა, რუსეთი ოკუპანტია და სწორედ მან დაიწყო ომი.