ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

18 სექტემბერიდან გამოიდარებს და 22 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში 20 სექტემბრიდან +30 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

იტვირთბა....