ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცხადია ომი რუსეთმა დაიწყო… რუსეთი ოკუპანტია”

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სააღცევნო შტაბის გახსნისას საქართველოსა და რუსეთის ომზე ისაუბრა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა რუსეთი ოკუპანტია და სწორედ მან დაიწყო ომი.

“საქართველო რუსეთის ომი ცხადია რუსეთმა დაიწყო. რუსეთი შემოიჭრა  მის მერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა. ეს არის ისეთი ელიმენტარული, რომ ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს. არც მე და არცერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, რომ თქვას – რუსეთის და საქართველოს ომი სქართველომ დაიწყო.

მაინტერესებს ვისი ინტერესია რომ ამ საკითხზე შეიქმნას სხვა წარმოდგენა ან ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ , რომ თურმე საქართველოში ამ საკითხის მიმართ გაყოფილი არის აზრი ეს ვისი ინტერესეა? მე როდესაც ვამბობ რომ საქართველო ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე, არ ვამბობ რომ საქართველო არის დამნაშავე, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი – სიტყვებს აქვს თავის მნიშბვნელობა, როგორც ჩანს ცოტა ძნელი გასაგებია” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ყველა ინტერვოუშუ ამბობდა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. თუმცა დღეს შტაბის გახნისას მან აღნიშნა, რომ რუსეთო ოკუპანატია და მან დაიწყო იმი.

იტვირთბა....